Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OPEC-ის ქვეყნები ყატარში ნავთობის მოპოვების გაყინვაზე მსჯელობენ


ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები, რომლებიც ორგანიზაცია OPEC-ში არიან გაერთიანებული, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსჯელობენ ზომებზე, რამაც ნავთობზე საერთაშორისო ფასების ზრდა უნდა გამოიწვიოს. 15 სახელმწიფოსაგან შექმნილი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საჭირო მკვეთრად შემცირდეს ნავთობის მოპოვება, რაც იძულებითი ზომაა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასაბალანსებლად. დოჰის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს დელეგაცია რუსეთიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, ნავთობის მოპოვების დროებითი გაყინვაზე. თუმცა, ასეთი გარიგებას ეწინააღმდეგება საუდის არაბეთი, რომელიც მოითხოვს, რომ ნავთობის მოპოვება მისმა მთავარმა მეტოქე ირანმაც უნდა გაყინოს. თუმცა, თეირანი, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, საერთაშორისო სანქციების გაუქმების შემდეგ აპირებს, გაზარდოს წარმოება და დღე-ღამეში 6 მილიონ ბარელამდე აიყვანოს ნავთობის მოპოვება.

XS
SM
MD
LG