Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში გრძელდება ანტისამათავრობო დემონსტრაციები


მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მეხუთე დღეა გრძელდება მრავალათასიანი ანტისამთავრობო მიტინგი, რომლის მონაწილეებმაც 16 აპრილს ქვეყნის პრეზიდენტის გეორგე ივანოვის გადაყენება და ივნისში დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩენების გადავადება მოითხოვეს. ვადამდელი არჩევნები, თავდაპირველი შეთანხმებით 24 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ მოგვიანებით 5 ივნისზე შეთანხმდნენ. ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რაც ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმებით ნაწილია, უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური კრიზისი, რაც მოჰყვა საიდუმლო მოსმენების შესახებ აგორებულ სკანდალს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობები. პოლიტიკური კრიზისი მაკედონიაში გასულ წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი და მისი მთავრობა 20 ათასამდე ადამიანის უკანონო თვალთვალის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG