Accessibility links

logo-print

ბრიუსელში მრავალათასიანი ანტიტერორისტული მსვლელობა გაიმართა


ბრიუსელში, სადაც რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ტერაქტებს 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კვირას მრავალათასიანი ანტიტერორისტული მსვლელობა გაიმართა. პოლიციის ცნობით, „ტერორისა და სიძულვილის წინააღმდეგ მიმართულ“ სამშვიდობო მსვლელობაში 7 ათასი კაცი მონაწილეობდა. მსვლელობის ორგანიზატორი სამოქალაქო ჯგუფები კი დარწმუნებული არიან, რომ დემონსტრაციაში 15 ათასი კაცი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG