Accessibility links

logo-print

დოჰის შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხებას ნავთობის მოპოვების გაყინვაზე


ყატარის დედაქალაქი დოჰაში უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა, რომლის მონაწილეებიც მსჯელობდნენ ნავთობის მოპოვების „გაყინვაზე“. ამის თაობაზე, როგორც იუწყებიან, ჟურნალისტებს ნიგერიის ნავთობის მინისტრმა განუცხადა. ამავე ფორმატის შემდეგი შეხვედრის ჩატარება ივნისში დაიგეგმა. 15 სახელმწიფოსაგან შექმნილი ორგანიზაცია OPEC-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საჭირო მკვეთრად შემცირდეს ნავთობის მოპოვება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასაბალანსებლად. თუმცა, ასეთი გარიგებას ეწინააღმდეგება საუდის არაბეთი, რომელიც მოითხოვს, რომ ნავთობის მოპოვება მისმა მთავარმა მეტოქე ირანმაც გაყინოს. თეირანი, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, საერთაშორისო სანქციების გაუქმების შემდეგ აპირებს, გაზარდოს წარმოება და დღე-ღამეში 6 მილიონ ბარელამდე აიყვანოს ნავთობის მოპოვება.

XS
SM
MD
LG