Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშრალი შიმშილობა გამოაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ


მშრალი შიმშილობა გამოაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ. მან გადაწყვეტილების მიზეზად ჟურნალისტებს დაუსახელა უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის განცხადება, რომ შიმშილობის აქციის მონაწილე პროფესორები საკვებს მალულად იღებენ. ზაალ მიქაძე რექტორისგან მოითხოვს ბრალდების დამტკიცებას, ან ბოდიშის საჯაროდ მოხდას. ზაალ მიქაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ 4 ლექტორი ერთი კვირაა შიმშილობენ რექტორის, კანცლერის და აკადემიური საბჭოს გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეთა განცხადებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირების მესამე ვადით არჩევა უმაღლესი განათლების კანონის დარღვევაა. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კანონის დარღვევას უარყოფს და შესაბამისად, არალეგიტიმურად მიიჩნევს აქციის მონაწილეთა მოთხოვნას. მოშიმშილე პროფესორებს სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტების ნაწილმა, რომელიც საპროტესტო აქციას დღეს 14 საათზე გამართავს. სტუდენტები მოითხოვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას და მხარს უჭერენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნას, განათლების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების შესახებ.

XS
SM
MD
LG