Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრულფასოვანი სასწავლო პროცესი აღდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში


სრულფასოვანი სასწავლო პროცესი აღდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, რომელიც 16 აპრილიდან ჰქონდათ ბლოკირებული მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის წევრ სტუდენტებს. მათ საპროტესტო აქცია წუხელ შეწყვიტეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში. მოძრაობის წევრების განცხადებით, სასწრაფოდ გაუქმდება სტუდენტური თვითმმართველობა, შეიცვლება რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი და უნივერსიტეტს დატოვებს ე.წ. ოდეერი, განათლების პოლიტიკის ძირეულად შესაცვლელად კი შეიქმნება „აუდიტორია 115“-ის და სახელმწიფოს წარმომადგენელთა კომისია.

XS
SM
MD
LG