Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ერაყში იმყოფება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ეშ კარტერი ბაღდადში ჩავიდა წინასწარ გამოუცხადებელ ვიზიტად. სტუმრობის მიზანია, იმსჯელონ ერაყისთვის დამატებითი დახმარების გაწევაზე ექსტრემისტული გაერთიანების,„ისლამური სახელმწიფოს“ ჯართან ბრძოლაში. ცნობით, მოელიან, რომ საბრძოლო მოქმედებებს არეალში ვაშინგტონი შეიარაღებული ძალების დამატებით, მცირე რაოდენობის კონტინგენტს მიავლეს. კარტერი მოილაპარაკებს ერაყის მთავრობის უმაღლესი დონის წარმომადგენლებთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-ის სამხედრო მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ, შონ მაკფარლანდთან.

XS
SM
MD
LG