Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 272-მდე გაიზარდა


ეკვადორის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 272-მდე გაიზარდა 16 აპრილის ძლიერი მიწისძვრის შედეგად დახოცილთა რიცხვი. ათასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა ეკვადორის სამხერთში მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას. მთავრობა შიშობს, რომ დახოცილთა რიცხვი უფრო მაღალია, რადგან ბევრი შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. მიწისძვრის ბიძგები საგრძნობი იყო დედაქალაქ კიტოში, სადაც შეწყდა ელექტროდენის მიწოდება და ნაწილობრივ აღარ მუშაობდა მობილური ტელეფონების კავშირი.

XS
SM
MD
LG