Accessibility links

logo-print

სირიელი მეამბოხეებმა იერიში წამოიწყეს მთავრობის ჯარის წინააღმდეგ


სირიელი აქტივისტები და სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათ სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლოეთში ახალი იერიში წამოიწყეს მთავრობის ჯარის წინააღმდეგ. ერთ-ერთმა გაერთიანებამ მანამდე გამოაცხადა, რომ ის წყებს ახალ „ბრძოლას“ მთავრობის ჯარის წინააღმდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ. დაჯგუფება, რომელშიც გაერთიანებული არიან „სირიის თავისუფალი არმიის“ და ისლამისტური „აჰრარ ალ-შამის“ ძალები, აცხადებს, რომ პასუხს გასცემს ყველა შეიარაღებულ გაერთიანებას, რომელმაც სამოქალაქო პირებს ცეცხლი დაუშინა. სირიაში თებერვლის შემდეგ ბრძოლა ნაწილობრივ შეწყდა, მაგრამ ალეპოს არეალში სამხედრო დაპირისპირება გაცხარდა. საჰაერო თავდასხმების შესახებ იტყობინებიან ჰომსის შემოგარენიდან. 18 აპრილის ცნობით, მეამბოხეებმა იერიში წამოიწყეს ლატაკიის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG