Accessibility links

სომხეთში სააღსრულებლო სამსახურის ხელმძღვანელი გადადგა „პანამის დოკუმენტების“ გამო.


სომხეთის სააღსრულებო სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი გადადგა მას მერე, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ოფშორულ ფირმებთან მისი სავარაუდო კავშირების შესახებ. გენერალ-მაიორმა, მიგრან პოღოსიანმა განაცხადა 18 აპრილს, რომ გადადგა, რათა საკუთარ თავზე, როგორც კერძო პირზე, განცხადება გააკეთოს. ეგრეთ წოდებული პანამის დოკუმენტები შეიცავენ მილიონამდე დოკუმენტს, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ჩრდილოვან საფინანსო ტრანსაქციებთან არიან კავშირში. სომხეთის საგამოძიებო ვებ საიტის თანახმად, პოღოსიანი დაკავშირებულია პანამაში რეგისტრირებულ სამ ფირმასთან.

XS
SM
MD
LG