Accessibility links

ავღანეთში წელს ნაკლები სამოქალაქო პირი მოკლეს, მაგრამ დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა


გაერო იტყობინება, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში, შარშან ამავე პერიოდთან შედარებით, ავღანეთში 13 პროცენტით ნაკლები ადამიანი დაიხოცა და მათი რიცხვი 600-ს უდრის. გაეროს მხარდაჭერის მისიის თანახმად, ავღანეთში გაიზარდა დაჭრილ სამოქალაქო პირთა რიცხვი 11 პროცენტით. დასახლებულ არეალებში ბრძოლების გააქტიურებას მოჰყვა ბავშვებს შორის მსხვერპლის 29 პროცენტით, ხოლო ქალებსშორის - ხუთი პროცენტით ზრდა. ამის მიზეზი უსაფრთხოების ძალების მიერ ჭურვების და ნაღმმტყორცნელების გამოყენებაა. ეს მონაცემები გამოქვეყნდა მანამ, სანამ თალიბანი გამოაცხადებდა, რომ იწყებს „საგაზაფხულო იერიშს“.

XS
SM
MD
LG