Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ ცნობის შემდეგ ორ რუსს გამოუტანა განაჩენი


კიევში, რაიონულმა სასამართლომ, 18 აპრილს, დამნაშავედ სცნო რუსეთის ორი მოქალაქე, ალექსანდრ ალექსანდროვი და იევგენი იეროფეევი ტერორისტული აქტების მოწყობის და აგრესიული სამხედრო მოქმედებების გამო უკრაინის აღმოსავლეთში. მათ14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორივე ბრალდებულმა უარყო დანაშაული და მათ მიერ ადრე მიცემული ჩვენება, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით არსებობს. მათ ადრე აღიარეს, რომ რუსეთის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ ლუგანსკში მათი დაკავების დროს, შარშან მაისში. ორივე აცხადებს, რომ ადრე ჩვენება ზეწოლის გამო მისცეს. რუსეთი ამტკიცებს, რომ ისინი აღარ იყვნენ სახელწიფოს სამსახურში, როცა შეიპყრეს.

XS
SM
MD
LG