Accessibility links

logo-print

აშშ დამატებით 200-ზე მეტ სამხედროს მიავლენს ერაყში


აშშ დამატებით 200 ჯარისკაცს და "აპაჩის" ტიპის შვეულმფრენებს გააგზავნის ერაყში ამ ქვეყნის დასახმარებლად ექსტრემისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ ჯართან ბრძოლაში. ამის თაობაზე განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ეშ კარტერმა, რომელიც ბაღდადში ჩავიდა წინასწარ გამოუცხადებელ ვიზიტად. კარტერის თქმით, ამერიკელი სამხედროები ერაყის სამხედრო მოსამსახურეების მრჩევლები იქნებიან ფრონტის ხაზის მახლობლად. დამატებითი 217 ჯარისკაცის ერაყში გაგზავნის შემდეგ ამ ქვეყანაში ამერიკელ სამხედროთა საერთო რიცხვი 4078-ს მიაღწევს. ამ ეტაპზე ერაყის არმია ცდილობს დაიბრუნოს მოსული, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშია.

XS
SM
MD
LG