Accessibility links

ეკვადორში 350-მდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ეკვადორის მთავრობის მონაცემებით, 350-მდე გაიზარდა 16 აპრილის საღამოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია ათასობით ადამიანი. შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგულებათ სტიქიური უბედურებით დაზიანებული შენობების ნანგრევებში. ეკვადორში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ მაშველები შვეიცარიიდან, ესპანეთიდან და რამდენიმე ლათინურამერიკული ქვეყნიდან. 7,8 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრად სახელდება ადგილი, რომელიც ზღვისპირა ქალაქ მუისნეს სამხრეთით, 30-მდე კილომეტრში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG