Accessibility links

რუსი ოფიციალური პირი საჭიროდ მიიჩნევს ადამიანის უფლებების შემზღუდველ ახალ კანონებს


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ ბასტრიკინი საჭიროდ მიიჩნევს ადამიანის უფლებების შემზღუდველი ახალი ზომების მიღებას, რათა მოსკოვი დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების „დესტრუქციულ“ ზეგავლენას. ყოველკვირეულ გამოცემა „კომერსანტ ვლასტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბასტრიკინი წერს, რომ რუსეთი იბრძვის „ჰიბრიდულ ომში, რომელიც თავს დაატეხეს შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა“ და რომელიც შესულია „ღია კონფრონტაციის“ ფაზაში. ის აშშ-ს ადანაშაულებს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებაში და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციაში. იქვე ბასტრიკინი გმობს „ისტორიული ფაქტებზე ინფორმაციის გაყალბებას“ და საჭიროდ მიიჩნევს, რომ კანონდარღვევად გამოცხადდეს ყირიმის ანექსიის გაკრიტიკება.

XS
SM
MD
LG