Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა სტრასბურგში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა სტრასბურგში, სადაც 21 აპრილს სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს. დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენციები. სტრასბურგში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერსაც. პრემიერ-მინისტრის თანმხლებ დელეგაციაში არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. სამთავრობო დელეგაცია სტრასბურგში დაესწრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას.

XS
SM
MD
LG