Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აუდიტორია 115” ძალოვან სტრუქტურებს ადანაშაულებს მოძრაობის წევრებზე ზეწოლაში


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი მოძრაობა, „აუდიტორია 115” ძალოვან სტრუქტურებს ადანაშაულებს მოძრაობის წევრებზე ზეწოლაში. „აუდიტორია 115“-ის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ყოველდღიურად მიდიან მოძრაობის აქტივისტების ოჯახის წევრებთან და აშინებენ, რომ თუ მოძრაობისწევრები ე.წ. ოდეერის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას არ შეწყვეტენ, მათ ახლობლებს სამსახურიდან დაითხოვენ, ან დააკავებენ. „მუქარის გამო, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი აქტივისტი ზეწოლაზე ღიად ვერ ლაპარაკობს, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ“, - ნათქვამია „აუდიტორია 115“-ის განცხადებაში. მოძრაობის ინფორმაციით, 18 აპრილს ზეწოლა განხორციელდა ნათია ქარჩილაძის ოჯახზე, რომელსაც დაემუქრნენ, რომ თუ არ ჩამოშორდება ”აუდიტორია 115”-ს, მამამისი სამსახურიდან გათავისუფლდება. მოძრაობის წევრი სტუდენტები მხარდაჭერისა და დაცვისკენ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „პოლიციური რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, არსებობას დღესაც განაგრძობს. ”აუდიტორია 115” იწყებს ბრძოლას პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საზოგადოებისთვის და არ გვეშინია!” - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG