Accessibility links

ქაბულში 28 ადამიანი დაიღუპა უშიშროების სამსახურზე თავდასხმისას


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბებმა იერიში მიიტანეს ქაბულში უშიშროების სამსახურის შენობაზე, რის შედეგადაც დაიღუპა სულ ცოტა 28 და დაიჭრა 300-ზე მეტი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, 19 აპრილს იერიში დაიწყო დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დილის პიკის საათის დროს. აფეთქებას მოჰყვა შეიარაღებული ექსტრემისტების იერიში. ის მიმართული იყო შენობისაკენ, რომელშიც მდებარეობს უშიშროების სახელმწიფო სამმართველო. ამ უწყებას ევალება მთავრობის წევრების უსაფრთხოების დაცვა. მსხვერპლს შორის სამოქალაქო პირებიც არიან. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც ერთ კვირაში მოეწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა გამოაცხადეს ბრძოლის საგაზაფხულო სეზონის დაწყება. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც აფეთქების ადგილიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე შენობაშია განთავსებული, დაგმო იერიში, როგორც „ლაჩრული ტერორისტული აქტი“.

XS
SM
MD
LG