Accessibility links

ეკვადორში 413-მდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ეკვადორის მთავრობის მონაცემებით, 413-მდე გაიზარდა 16 აპრილის საღამოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვი. დაშავებულია ათასობით ადამიანი. შიშობენ, რომ მსხვერპლი მეტია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგულებათ მიწისქვეშა ბიძგებით დაზიანებული შენობების ნანგრევებში. პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ ეკვადორში ბოლო ათწლეულების უდიდესი კატასტროფა უწოდა მიწისძვრას, რომლის სიმძლავრე 7,8 იყო. მან ვერტმრფენიდან დაათვალიერა სტიქიით დაზარალებული რეგიონი და „თითქმის განადგურებული“ უწოდა ქალაქებს პორტოვიეხოს და მანტას. სამაშაველო სამუშაოებში ჩართული არიან შვეიცარიიდან, ესპანეთიდან და რამდენიმე ლათინურამერიკული ქვეყნიდან ჩასული ექსპერტები.

XS
SM
MD
LG