Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი: საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს ნატოში გაწევრიანებას


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო წელს ნატოს ვარშავის სამიტზე ითხოვს ალიანსში გაწევრიანებას. ხიდაშელმა 19 აპრილს თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ MAP-ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) არის „წარსული“ საქართველოსათვის და ვარშავის სამიტზე საქართველოს გაცილებით მეტი მოლოდინი აქვს. „MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს, პრინციპში, ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას არაფერი საერთო აღარა აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. იმიტომ რომ, შეგახსენებთ: დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა ხიდაშელმა. მან განმეორებით თქვა, რომ გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის ამოცანა არის არა MAP-ი, არამედ ნატოში გაწევრიანება.

XS
SM
MD
LG