Accessibility links

logo-print

ნადია სავჩენკომ შიმშილობა შეწყვიტა


უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა, ნადია სავჩენკომ, რომელსაც რუსეთში პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხეში შიმშილობა შეწყვიტა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 აპრილს სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა, რომ სავჩენკო დათანხმდა შიმშილობის შეწყვეტაზე მასთან ტელეფონით საუბრის შემდეგ. 34 წლის სავჩენკო 6 აპრილიდან უარს ამბობდა წყლის და საკვების მიღებაზე ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. მას წელს 22 მარტს მიუსაჯეს 22 წლით პატიმრობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და უარს ამბობს ვერდიქტის გასაჩივრებაზე, რადგან არ აღიარებს თავისი გასამართლების კანონიერებას.

XS
SM
MD
LG