Accessibility links

თსუ-ში მიმდინარეობს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. კენჭს იყრიან ამავე უნივერსიტეტის პროფესორები ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი დადარეჯან თვალთვაძედა საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევენ უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კენჭისყრის პროცედურას, რომელიც 18 საათზე დასრულდება, 16 ინდივიდუალური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების შედეგები კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან 2-3 საათში გაირკვევა. ეგნატაშვილის განმარტებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებს ვლადიმერ პაპავა, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 30 მარტს განაცხადა.

XS
SM
MD
LG