Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განაგრძობს სტრასბურგში ვიზიტს


სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორნბიორნ იაგლანდს. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. 21 აპრილს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე და ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდება. 19 აპრილს სტრასბურგში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟან კლოდ იუნკერმა დაადასტურა, რომ ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. იუნკერის განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაციის სანაცვლოდ საქართველოს მიმართ ევროკავშირს რაიმე ახალი პირობები არ ექნება, რადგან ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობის მხარდაჭერით მთლიანად შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

XS
SM
MD
LG