Accessibility links

დღეს იწყება გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში


დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ელისეის სასახლეში უმასპინძლებს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. სამდღიანი ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს, ჟერარ ლარშერს და „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორს, ირინა ბოკოვას. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში და საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაათვალიერებენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას, ეწვევიან ლევილის ქართულ მამულს და დაესწრებიან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას.

XS
SM
MD
LG