Accessibility links

logo-print

საქართველომ ხუთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში


საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელიც 20 აპრილს გამოაქვეყნა მედიის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ, „რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“. 2016 წლის ინდექსში საქართველოს ერგო 64-ე ადგილი, რაც წინა წელთან შედარებით ხუთი ადგილით გაუმჯობესებას ნიშნავს. ზოგადად კი მსოფლიოში, მედიის თავისუფლების მხრივ, ტენდენცია მკვეთრად უარყოფითია. რეპორტიორები უსაზღვრებოდ ყურადღებას ამახვილებენ ჟეურნალისტების დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე თურქეთში, პოლონეთში, ტაჯიკეში, ეგვიპტეში. ისინი ხედავენ დამოუკიდებელი მედიის წინაშე სარფთხის ზრდას რელიგიური იდეოლოგიების და "ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული მანქანების" მხრიდანაც. ორგანიზაცია ფინეთს, ნიდერლანდს, ნორვეგიას აფასებს მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში წამყვან ქვეყნებად. ყველაზე მძიმეა მდგომარეობა ჩინეთში, სირიაში, თურქმენეთში, ჩრდილოეთ კორეასა და ერითრეაში.

XS
SM
MD
LG