Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა პერიოდის დისიდენტმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ შიმშილობა გამოაცხადა


საბჭოთა პერიოდის დისიდენტმა, 73 წლის ვლადიმირ ბუკოვსკიმ, შიმშილობა გამოაცხადა ბრიტანეთში მისთვის წაყენებული ბრალდებების გასაპროტესტებლად. ბუკოვსკის თითქმის ერთი წლის წინ წაუყენეს ბრალდება, რომ ბავშვების უხამსო სურათებს იღებდა და ინახავდა. ყოფილმა დისიდენტმა რადიო „ეხო მოსკვის“ ვებსაიტზე თავის ბლოგში 20 აპრილს დაწერა, რომ შიმშილობას გააგრძელებს მისთვის წაყენებული ბრალდებების მოხსნამდე. ბუკოვსკიმ 12 წელი გაატარა საბჭოთა ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ის 1976 წლიდან ცხოვრობს ბრიტანეთში.

XS
SM
MD
LG