Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას სთავაზობს უკრაინას


ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შესთავაზა უკრაინას. როგორც ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა 20 აპრილს განაცხადა, ევროკავშირი, გეგმის შესაბამისად, თავის წევრ ქვეყნებში მოკლე ვადით უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობას სთავაზობს უკრაინის მოქალაქეებს, ვისაც ბიომეტრული პასპორტი აქვს. „ჩვენ გვმართებს ერთსულოვნად მოქმედება და ჩვენი მეზობლის გვერდით დგომა“, - განაცხადა ავრამოპულოსმა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელებისათვის „ძალიან მალე“ გახდება რეალობა ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, როდის ამოქმედდება ახალი რეჟიმი უკრაინის შემთხვევაში, რადგან საკითხი უნდა განიხილონ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ, რომელშიც ზოგი წევრი შესაძლოა პროცესის შეფერხებას შეეცადოს. საქართველო წელს ზაფხულში მოელის თავისი მოქალაქეებისათვის ევროკავშირში, კერძოდ შენგენის ზონის ქვეყნებში, უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლას.

XS
SM
MD
LG