Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში სამი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინა აცხადებს, რომ სამი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი რეგიონში ბოლო თითქმის ორი თვის განმავლობაში. უკრაინის სამხედრო პრესმდივანმა ანდრეი ლისეკნომ 20 აპრილს განაცხადა, რომ ჯარისკაცები დაიღუპნენ დონეცკის ჩრდილოეთით 35-მდე კილომეტრში მდებარე სოფელ მაიორსკში, რომელსაც ცეცხლი დაუშინეს. ამავე წყაროს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიჭრა ხუთი ჯარისკაცი ინციდენტებისას, რომლებიც მოხდა სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებსა და უკრაინის დანარჩენ ტეერიტორიას შორის 500-კილომეტრიანი ფრონტის გასწვრივ.

XS
SM
MD
LG