Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში სასამართლომ დაადგინა, რომ იზღუდება ანდრეს ბრეივიკის უფლებები


ნორვეგიაში სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრობის პირობები, რომლებიც შექმნილი აქვს მასობრივი მკვლელობისათვის გასამართლებულ ანდრეს ბრეივიკს, ზღუდავს მის უფლებებს. ოსლოს საოლქო სასამართლომ 20 აპრილს გამოაცხადა, რომ პატიმრობის პირობები არღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, რომელიც კრძალავს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, სასამართლომ უარყო 37 წლის ბრეივიკის მტკიცება, რომ მთავრობა არღვევს მისი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური ცხოვრების უფლებას. ბრეივიკმა 77 ადამიანი დახოცა 2011 წელს ოსლოში და კუნძულ უტოიაზე. მას 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრეივიკმა ნორვეგიის სახელმწიფოს და ციხის ხელმძღვანელობას უჩივლა შეზღუდვებისათვის, რომელიც ციხეში მოქმედებს. სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დამცველი ადვოკატები განმარტავდნენ, რომ მკაცრი ზომები აუცილებელია, რადგან ბრეივიკი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისა და მნახველებისათვის.

XS
SM
MD
LG