Accessibility links

logo-print

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს დარეჯან თვალთვაძე


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს ფილოლოგიის დოქტორი და თსუ-ს პროფესორი, დარეჯან თვალთვაძე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდნენ უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. არჩევნების შემდეგ თვალთვაძემ განაცხადა, რომ სტუდენტებთან ერთად იბრძოლებს უნივერსიტეტის გაუმჯობესებისთვის. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, უნივერსიტეტი სრულყოფილად იყოს მომზადებული მომავალში დაგეგმილი რექტორის და კანცლერის არჩევნებისთვის. კენჭს ასევე იყრიდნენ თსუ-ს პროფესორები ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი და საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე. დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა ვლადიმერ პაპავა, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 30 მარტს განაცხადა.

XS
SM
MD
LG