Accessibility links

logo-print

მაკედონიაში ოპოზიცია პირობებს უყენებს მთავრობას კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად


მაკედონიაში ოპოზიცია აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას კრიზისის მოსაგვარებლად დანიშნულ მოლაპარაკებაში, თუ მთავრობა არ გადადებს არჩევნებს და არ გააუქმებს სადავო ამნისტიას კორუფციაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსებისათვის. წამყვანი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების, ლიდერმა ზორან ზაევმა 20 აპრილს თქვა, რომ პრეზიდენტმა ჯორჯე ივანოვმა უნდა გააუქმოს 12 აპრილს გამოცხადებული „სამარცხვინო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ“ ათობით ცნობილი პიროვნებისათვის, რადგან ის კონსტიტუციას არღვევს. ხოლო პარლამენტმა, ასევე ოპოზიციონერის მოთხოვნით, უნდა გააუქმოს არჩევნების თარიღი, 5 ივნისი, ვიდრე შეიქმნება პირობები მაკედონიაში დემოკრატიული, სამართლიანი და დამაჯერებელი არჩევნების ჩასატარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალ-დემოკრატები არ აპირებენ მონაწილეობას 22 აპრილისათვის ვენაში დაგეგმილ შეხვედრაში, რომელსაც ევროკავშირი უმასპინძლებს, რათა მაკედონიაში დაპირისპირებულ მხარეებს დაეხმაროს კრიზისის მოგვარებაში. მაკედონიის მმართველი კონსერვატიული პარტია უკვე დათანხმდა ევროკავშირის წინადადებას მოლაპარაკებაში ჩართვის შესახებ.

XS
SM
MD
LG