Accessibility links

logo-print

პარიზში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტი


პარიზში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივათან, არლე დეზირთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გახსნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა. „წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 25-ე წლისთავს ვზეიმობთ. 25 წელია მას შემდეგ, რაც ქართული სახელმწიფო კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი დაამაყი სახელმწიფო, რომელიც მომავლისკენ იყურება“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ერთმნიშვნელოვნად დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე.

XS
SM
MD
LG