Accessibility links

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარის შემცველი განცხადებისთვის დაკავებული


თბილისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარის შემცველი განცხადებისთვის დაკავებული სულხან წულაძე. ის სამართალდამცავებმა 12 აპრილს დააკავეს მას შემდეგ, რაც თბილისის ინერნეტფორუმზე შექმნა ”სახუმარო თემა” და დაწერა, რომ გეგმავს ტერაქტს აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სულხან წულაძეს წინასწარი პატიმრობა 15 აპრილს შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა. წულაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG