Accessibility links

კვირიკაშვილი სტრასბურგში შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს და, კვირიკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დაუდასტურა მას, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. „ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, კანონის უზენაესობის მხრივ ვითარების გაუმჯობესების და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხები. ვისაუბრეთ ამ პროცესის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საპარლამენტო არჩევნებამდე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 20 აპრილს კვირიკაშვილი დახურულ კარს მიღმა შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს, 21 აპრილს ის სიტყვით გამოდის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.

XS
SM
MD
LG