Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 500 დაჭრილი გამოიყვანეს ალყაშემორტყმული ქალაქებიდან


ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა 500-მდე დაჭრილი გამოიყვანეს სირიის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან. სირიაში ეს იყო პირველი მასშტაბური ევაკუაცია დეკემბრის შემდეგ. გაერომ 20 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ დაჭრილებს სჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ევაკუირებულებიდან 250 გამოიყვანეს სირიელი მეამბოხეების მიერ დაპყრობილი ქალაქებიდან, დანარჩენი 250 კი ქალაქებიდან, რომლებსაც მთავრობა აკონტროლებს. სირიაში გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა, იან ეგელანდმა დაჭრილების გამოყვანას უწოდა „სირიაში ალყაშემორტმული დასახლებებიდან უდიდესი ევაკუაცია“, რაც მას „გარღვევად“ მიაჩნია. ოპერაცია ჩაატარა სირიის "წითელმა ნახევარმთვარემ" გაეროსთან და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტთან ერთად.

XS
SM
MD
LG