Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი სომხეთს ეწვევა მთიანი ყარაბაღის გარშემო დაძაბულობის ფონზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთში ჩადის მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ჯარებსა და სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე. ლავროვი 21 აპრილს გამართავს შეხვედრებს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან. მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირებული მხარეები ოთხ დღეში დაზავდნენ მას შემდეგ, რაც 5 აპრილს ბრძოლა განახლდა. თუმცა ცალკეული ინციდენტები კვლავაც გრძელდება. ყარაბაღელი სეპარატისტების ცნობით, 21 აპრილს მათი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანიდან სროლის შედეგად. მთიანი ყარაბაღის გარშემო დაპირისპირება საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში დაიწყო. რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

XS
SM
MD
LG