Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ხვდება სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის ლიდერებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საუდის არაბეთში ხვდება სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის ლიდერებს უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. წინა დღეს ობამა საუდის არაბეთის მეფე სალმანს შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, "სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში“ შემავალი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას, საუბარი შეეხება რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებს და ანტიტერორისტულ ძალისხმევას. იმსჯელებენ აგრეთვე ირანზე - შიიტურ სახელმწიფოზე, რომელსაც საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის დანარჩენი სუნიტური ქვეყნები დესტაბილიზაციის გამომწვევ მეტოქედ მიიჩნევენ. „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში“ შედიან ბაჰრეინი, ქუვეითი, ყატარი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

XS
SM
MD
LG