Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილი: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პირველად ჰყავს მთავრობა, რომლისაც ხალხს არ ეშინია


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პირველად ჰყავს მთავრობა, რომლისაც ხალხს არ ეშინია. კვირიკაშვილმა ეს შეფასება გამოთქვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. მან ისაუბრა საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებულ რეფორმებზე და მზადებაზე წელს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად. კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ოკუპაციის პრობლემაზეც, რომელიც ვერ გვარდება მიუხედავად რუსეთის მიმართ საქართველოს პრაგმატული პოლიტიკისა. „ჩვენი ძალისხმევა, მოვახდინოთ მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება, არ არის საკმარისი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სათანადო პატივისცემის გარეშე. ჩვენში ასევე დიდ შეშფოთებას იწვევს ცხინავლის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმა გაიმართოს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. სიტყვით გამოსვლამდე ის შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს და დაუდასტურა მას, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

XS
SM
MD
LG