Accessibility links

logo-print

აშშ-ში 9,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუს ჰაკერს, ალექსანდრ პანინს


აშშ-ში 9,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის მოქალაქეს, 27 წლის ალექსანდრ პანინს, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამები ფინანსური ინსტიტუტებიდან ფულის მოსაპარად. ბრალდების თანახმად, კომპიუტერული ვირუსი SpyEye, რომელიც პანინმა შექმნა, მთელს მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ კომპიუტერში იქნა ჩანერგილი. ის აგროვებდა და აგზავნიდა ინფორმაციას საბანკო და საბროკერო ანგარიშებზე, აგრეთვე პაროლებზე, რის მეშვეობითაც ჰაკერებმა, მთლიანობაში, მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს. SpyEye იყო ჰაკერებში ყველაზე პოპულარული პროგრამა ორი წლის განმავლობაში, 2010-2012 წლებში. მისი შემქმნელი ალექსანდრ პანინი 2013 წლის ივლისში დააკავეს შეერთებულ შტატებში, ატლანტის აეროპორტში.

XS
SM
MD
LG