Accessibility links

logo-print

მექსიკაში 13 ადამიანი დაიღუპა საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად


მექსიკაში, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი. ინციდენტი 20 აპრილს მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში მდებარე საპორტო ქალაქ კოაცაკოალკოსში, სახელმწიფო ნავთობკომპანია "პემექსის" კუთვნილ საწარმოში. მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული. აფეთქების მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ.

XS
SM
MD
LG