Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩაფრინდა პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ მოსკოვში ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ნეტანიაჰუს განცხადებით, განსახილველ თემებს შორის არის სამხედრო კოორდინაციის გაუმჯობესება ისრაელსა და რუსეთს შორის ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ინციდენტების საფრთხე არსებობს მას შემდეგ, რაც რუსეთმა შარშან სექტემბერში წამოიწყო სამხედრო ოპერაცია სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად. ნეტანიაჰუს თქმით, გოლანის მაღლობები - ანუ ტერიტორია, რომელსაც თავისად მიიჩნევენ ისრაელიც და სირიაც - არის „წითელი ხაზი“ და ეს რეგიონი ისრაელის ნაწილად უნდა დარჩეს.

XS
SM
MD
LG