Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და სპარსეთის ყურის ქვეყნები შეეცდებიან რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას


შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნები აპირებენ გააგრძელონ თანამშრომლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და რეგიონში სხვა კონფლიქტების განსამუხტად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა საუდის არაბეთში, კერძოდ, დედაქალაქ რიადში სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. ასევე ობამას თქმით, კვლავინდებურად შეშფოთებას იწვევს რეგიონში ირანის პოლიტიკა და ნავთობთან დაკავშირებული ეკონიმიკური საკითხები. საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის დანარჩენი სუნიტური ქვეყნები რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მეტოქედ მიიჩნევენ ირანს, რომელიც შიიტური სახელმწიფოა. ობამა და სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ ერაყსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარების გააქტიურებაზე და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გაგრძელებაზე.

XS
SM
MD
LG