Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააუქმა შეხვედრა მაკედონიაში შექმნილ კრიზისზე მოსალაპარაკებლად


ევროკავშირმა გააუქმა შეხვედრა, რომელზეც უნდა განეხილათ მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზები. შეხვედრა გაუქმდა მას შემდეგ, რაც მაკედონიის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. ევროკავშირის შუამავლობით, 21 აპრილს ვენაში უნდა გამართულიყო შეხვედრა, რომელზეც მაკედონიის პოლიტიკური ლიდერები კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელებდნენ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და ევროპარლამენტის სამ წევრთან ერთად. შუამავლები გამოთქვამენ სინანულს, რომ მაკედონიის წამყვანი პარტიები არ დათანხმდნენ შეხვედრას და ამბობენ, რომ იძულებული არიან განიხილონ „მორიგი ზომების“ მიღება. განცხადებაში არ დაუზუსტებიათ, რა იგულისხმება „მორიგი ზომებით“. ამ თვეში მაკედონიაში საპროტესტო აქციები მოჰყვა პრეზიდენტ ჯიორჯე ივანოვის გადაწყვეტილებას კორუფციაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსების ამნისტიის შესახებ. ოპოზიცია აცხადებს, რომ არ მიიღებს მოლაპარაკებაში მონაწილეობას, სანამ არ გაუქმდება ამნისტიაზე გადაწყვეტილება და არ გადაიდება არჩევნები. საპროტესტო გამოსვლები 21 აპრილსაც გაიმართა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციებზე მაკედონიის ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ სკოპიეში, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად.

XS
SM
MD
LG