Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო: მსურს, რუსებს ესმოდეთ, რომ ჩვენ ხელის ბიჭები არ ვიქნებით


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთს მოუწოდებს, ანგარიში გაუწიოს ბელორუსიის სუვერენობასა და დამოუკიდებლობას. „მსურს, რუსებს - განსაკუთრებით რუსეთის ხელმძღვანელობას - ესმოდეთ, რომ არ ვიქნებით ხელის ბიჭები. ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თქვენთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს, მაგრამ თავისი ბინა აქვს. თუნდაც პატარა, მომცრო, მაგრამ თავისი ბინა. სხვათა შორის, ასე ამბობს რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტიც“, - განაცხადა ლუკაშენკომ 21 აპრილს, ბელორუსიის პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოსვლისას. ლუკაშენკომ ისიც თქვა, რომ რუსეთი მისი ქვეყნის წამყვანი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ბელორუსიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთიც.

XS
SM
MD
LG