Accessibility links

გარდაიცვალა ამერიკელი პოპ-მუსიკოსი პრინცი


ამერიკელი პოპ-მუსიკოსი, პრინცი, მკვდარი ნახეს საკუთარ სახლში, მინესოტის შტატში, მინეაპოლისში. მისმა წარმომადგენელმა, ივეტ ნოელ-შურემ უთხრა ასოშიეიტედ პრესს, რომ პოპ-ვარსკვლავი 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პრინცი, იგივე როჯერს ნელსონი, 57 წლისა იყო. მისი გარდაცვალების დეტალები არა ცნობილი. პრესით გავრცელებული ზოგიერთი ცნობით, ის გასულ კვირაში ავად იყო, მისი წარმომადგენლის თანახმად,- გრიპით. პრინცის კარიერა დაიწყო 1970-იანი წლების ბოლოს და მას შემდეგ, სამი ათეული წელი, ითვლებოდა ამერიკის პოპ-სცენის გამომგონებლური უნარით და ექსცენტრიულობით გამორჩეულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკოსად. თავისი კარიერის მანძილზე მან ას მილიონზე მეტი დისკი გაყიდა, იყო გრემის კონკურსის შვიდგზის ლაურეატი.

XS
SM
MD
LG