Accessibility links

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გადაიდო


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომელიც დილის 9 საათზე იყო დანიშნულიგა, დაიდო . სააგენტო ინტერპრესნიუსს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიზეზად ის დაუსახელა, რომ რამდენიმე მინისტრი საქართველოში არ იმყოფება. უამინდობის გამო, წუხელ სტამბოლიდან თბილისში დაბრუნება ვერ შეძლო სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, თბილისში დაბრუნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც სამდღიანი ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა. უამინდობის გამო, წუხელ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა 8 ავიარეისი.

XS
SM
MD
LG