Accessibility links

logo-print

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 5-დან 4%-მდე უნდა შემცირდეს, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები კი მხოლოდ მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ინიცირებულია პარლამენტის 81 წევრის მიერ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სჭირდება საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან მინიმუმ 113-ის მხარდაჭერა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება საკმაოდ რთული იქნება.

XS
SM
MD
LG