Accessibility links

logo-print

აფეთქებას თურქეთის სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა


თურქეთის სახელმწიფო სააგენტო იტყობინება, რომ სამხედრო ავტომობილის აფეთქების შედეგად თურქეთის სამი ჯარისკაცი დაიღუპა, როცა ისინი თიუნჯელიდან ელაზიგში მიემგზავრებოდნენ. ინციდენტი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდა, ქურთებით დასახლებულ არეალში. ბოლო ხანს ვითარება რეგიონში დაიძაბა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ თურქეთის მთავრობის გააქტიურებული ბრძოლის გამო. განახლებულ კონფლიქტს უშიშროების ძალების 350 წევრი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG