Accessibility links

logo-print

ამერიკელი კონგრესმენები კერის აფრთხილებენ ირანისთვის დახმარების გამო


აშშ-ის კონგრესის ლიდერები მოუწოდებენ სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, არ წავიდეს ძალიან შორს ირანისთვის დახმარების საქმეში, რაც უკავშირდება თეირანის სწრაფვას, ბირთვული შეთანხმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი ნახოს. გაფრთხილება წინ უსწრებს კერის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის შეხვედრას ნიუ იორკში. კერის და ზარიფის შეხვედრის მიზანია, ისაუბრონ თეირანის შეშფოთების გამო, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი სანქციები ხელს უშლის ირანის ეკონომიკურ გაჯანსაღებას. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ უნდა გამორიცხოს ყოველგვარი დახმარება ირანისთვის, რომელიც თეირანს საშუალებას მისცემდა, პირდაპირ თუ ირიბად, ხელი მიუწვდებოდეს დოლარზე ან აშშ-ის საფინანსო სისტემაზე. იმედია, კერი ამ ცნობას საგარეო საქმეთა მინისტრს ზარიფს გადასცემსო, თქვა რაიანმა. წარმომადგენელთა პალატის რუსპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკკარიტიმ თქვა, რომ ვერანაირი ფორმით ვერ მივანიჭებთ ირანს შესაძლებლობას, დოლარზე მიუწვდებოდეს ხელიო. პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ედ როისმა ამ კვირაში წარადგინა კანონპროექტი, რომელმაც ადმინისტრაციას უნდა აუკრძალოს, ნება დართოს ირანს, ვაჭრობისთვის დოლარი მოიხმაროს. ამ გაფრთხილების მიუხედავად, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, დღის წესრიგშია სანქციების გაუქმების თემა, ისევე როგორც საფინანსო ინსტიტუტები, რომლებმაც შეიძლება მომავალში ირანთან ითანამშრომლონ ბირთვული შეთანხმების შესაბამისად.

XS
SM
MD
LG