Accessibility links

logo-print

პარიზის კლიმატის შეთანხმების გასაფორმებლად მსოფლიოს ლიდერები გაეროში იკრიბებიან


მსოფლიოს 150 სახელმწიფოთა წარმომადგენლები იკრიბებიან გაეროში, რათა ხელი მოაწერონ და ოფიციალურად გააფორმონ პარიზის კლიმატის ხელშეკრულება. გაეროს გენერალურ მდივანი მოელის სხვა ლიდერებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს. მიზანი დოკუმენტისა, რომლის ტექსტი მიიღო თითქმის 200-მა სახელმწიფომ, კლიმატის ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, სხვათა შორის, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუსზე შეჩერებაა. გაერო თვლის, რომ მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს თანხმობა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, ადასტურებს რომ ისინი მზარდი ტემპერატურის შეჩერებას ემხრობიან. ბუნების დამცველთა ნაწილი თვლის, რომ ეს ყურადღების სხვა საკითხზე გადატანაა. ხელშეკრულება, ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შევა 30 დღეში მას მერე, რაც 55 ქვეყანა, რომელზეც მოდის სათბურის გაზის გამოყოფის 55 პროცენტი, დაასრულებს რატიფიკაციის პროცესს.

XS
SM
MD
LG